2019-06-11 14:19:22
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამივე ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიებია პატიმრობოის გირაოთი შეცვლის შესახებ მოსამართლემ დააკმაყოფილა და სამივე მათგანს სამ- სამ ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა.

მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 26 ივლის 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, შოთა დალაქიშვილის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა. ისინი 2018 წლის 18 დეკემბერს დააკავეს.   

ამავე თემაზე