2019-06-11 12:40:28
„ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისება - „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორ ს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში შედგა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, საკანში სტენოკარდიული შეტევა დაემართა. სიხუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს არც კლინიკა. 

სიხუაშვილს გამოძიება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას ედავება.

საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

ირკვევა რომ შპს-ს 7 მილიონიანი კონტრაქტი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ პრემიერის დავალებით გაუფორმა. ამ კომპანიის დირექტორი კი თბილისის მერის მოადგილის ძმაა. 

ამავე თემაზე