2019-06-11 12:36:58
"არარეალურად მიმაჩნია 17 წლის მოზარდმა პოლიციის მანქანა გაიტაცოს, თავისი ორი პოლიციელით"- დაკავებულის ახლობელი

თქვეს, რომ 17 წლის მოზარდმა გაიტაცა საპატრულოს მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა - ამ განცხადებას დაკავებულის ახლობელი აკეთებს. ქალი რომლის სახლშიც მოზარდი დააკავეს ჰყვება, რომ მოზარდი20-მდე პოლიციელმა აიყვანა.

დაკავებულის ახლობლის თქმით, სამართალდამცველებთან საუბრისას გაირკვა, რომ მოზარდმა გაიტაცა მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.

დაკავებულ არასრულწლოვანს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მოზარდს პოლიციის ავტომობილის გატაცებას აბრალებდნენ.

„ალბათ, 15-18 იქნებოდა. ვისხედით დივანზე, პურს ჭამდნენ. იარაღი ამოიღეს, ბავშვს დაუმიზნეს. გამომძიებელმა მითხრა, როცა მოვიდა, ვითომდა მცირეწლოვანმა გაიტაცა საპატრულო მანქანა და ამაში სდებდნენ ბრალს. მერე თქვა რომელიღაცამ, რომ ვითომდა ამ საპატრულოს მანქანაში პრი პოლიციელი იჯდა. როგორ შეიძლება 17 წლის მოზარდმა პოლიციის მანქანა გაიტაცოს, თავისი ორი პოლიციელით. არარეალურად მიმაჩნია,“ - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა. 

ამავე თემაზე