2019-06-11 12:16:29
ხაშურში მამაკაცი დაჭრეს

ხაშურში, მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მისი მეგობარი ქალის ძმამ დაჭრა.  მამაკაცს  ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მომხდარს კი, წინ კონფლიქტი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ამავე თემაზე