2019-06-11 12:12:07
სასამართლომ, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

გურჯანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.  მოსამართლემ იოსებ აბრამიძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

40 წლის მამაკაცი 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. დაზარალებულმა გოგონამ ბავშვი გააჩინა. 

მომხდარზე გამოძიება,147-ე მუხლის მე-3 ნაწილილოს "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ამავე თემაზე