2019-06-11 11:07:30
საჭიროა გონივრული ვადა არსებობდეს, რომ კომპანიებმა შეძლონ ადაპტირება ცვლილებებისთვის - ბიზნესომბუდსმენი პრემიერს მიმართავს 

ბიზნესომბუდსმენი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების ამოქმედების გადავადებას სთხოვს, რომელიც იმპორტის გადასახდელების  30-დღიდან 5 დღემდე გადავადებას გულისხმობს. 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ომბუდსმენს 6-მა ბიზნესასოციაციამ მიმართა. მისი განცხადებით, საჭიროა  გარკვეული გონივრული ვადა არსებობდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ გადაწყობა და ადაპტირება ცვლილებებისთვის. 

„ჩვენ გვაქვს მომართვა დაახლოებით 6 ბიზნეს ასოციაციის, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაფიქსირებულია შემდეგი, რაც გულისხმობს კომუნიკაციის გარეშე ცვლილების მიღებას, რაც გარკვეული კატეგორიის კომპანიებს უქმნის პრობლემას ფინანსურ მოდელში, ამიტომ ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ ბიზნესის ეს მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული, რომ გარკვეული გონივრული ვადა არსებობდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ გადაწყობა და ადაპტირება ცვლილებებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანება ძალაში რჩება. ფინანსთა მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ცვლილების შეჩერებას ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

შეხვედრა ვანო მაჭავარიანის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით შედგა. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. 

ამავე თემაზე