2019-06-11 10:58:42
იმპორტის გადასახადის ვადა მცირდება - ბიზნესმენები გარდაუვალ კრიზისზე საუბრობენ და პრემიერს მიმართავენ

იმპორტის გადასახადის ვადა მცირდება - ბიზნესმენები გარდაუვალ კრიზისზე საუბრობენ და პრემიერს მიმართავენ. 

ბიზნესმენები ხარჯებისა და თანამშრომლების შემცირებას, ასევე პროდუქციის მცირე რაოდენობით გაყიდვას აანონსებენ.

„შედეგი არის ის, რომ ჩვენ მეტი ფინანსური სახსრის მოზიდვა მოგვიწევს, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხი უნდა ავიღოთ და შესაბამისად სესხის აღების შემთხვევაში ის ხარჯები, რომელიც გვექნება უნდა შევამციროთ.  ანუ ეს იქნება თანამშრომელთა შემცირებით თუ პროდუქციის ნაკლები რაოდენობით შემოტანის სახით,“-აცხადებს "ბრითიშ ამერიქან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად ცხვიტარიძე.

"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანება ძალაში რჩება. ფინანსთა მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ცვლილების შეჩერებას ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

შეხვედრა ვანო მაჭავარიანის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით შედგა. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე