2019-06-11 10:44:02
ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა - ქობულია

ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა - ამ განცხადებას, ,ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აკეთებს. გიორგი ქობულიას თქმით, ჰქონდა კითხვის ნიშნები, რის გამოც დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ვერც მთავრობიგან და ვერც კონსორციუმისგან მიიღო.

ქობულია აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პორტის მშენებლობას უშლიდა ხელს. მისი თქმით, არსებობდა ბევრი უპასუხო კითხვა, რომელიც მას ამ პროექტზე ეჭვებს უჩენდა. მათ შორის, დაასახელა ის, რომ კონსორციუმმა წლების განმავლობაში ვერ შეაგროვა საკუთარი კაპიტალი.

"ვეძებე ძალიან დიდი ხანი სამინისტროში. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ანალიზი არ არსებობდა ბოლომდე. არც კონსორციუმს ჰქონდა ბოლომდე ეს ანალიზი. იყო ზოგადი ანალიზი", — განაცხადა ქობულიამ გადაცემა 360 გრადუსში.

ამავე თემაზე