2019-06-10 20:12:32
 ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდა 5 დღეში მოუწევს - ფინანსთა მინისტრმა ბრძანება არ გააუქმა 

"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანება ძალაში რჩება. ფინანსთა მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ცვლილების შეჩერებას ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

შეხვედრა ვანო მაჭავარიანის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით შედგა. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. 

 

ამავე თემაზე