2019-06-10 20:08:42
17 წლის ბიჭმა პოლიციის მანქანა გაიტაცა - რა მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზე 

17 წლის ბიჭმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. სწორედ მაშინ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა პოლიციის ავტომობილი მაშინ გაიტაცა, როდესაც გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. არასრულწლოვანი გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

დაკავებული წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ამჟამად ძარცვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაცია საპატრულო ეკიპაჟის ავარიაში მოყოლის შესახებ, ადგილობრივმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. qartli.ge წერდა, რომ გამოცემის ჟურნალისტს, როდესაც ის ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას იღებდა, სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს.  საბა წიწიკაშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს.

ამავე თემაზე