2019-06-10 18:53:53
ახალციხეში, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის შენობაში შევარდა 

ახალციხეში, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დანა ჰქონდა. შემთხვევა 7 ივნისს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა დანით იყო შეიარაღებული. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს. 

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე