2019-06-10 18:51:54
2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩანაწერების ნაწილი წაშლილია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012-14 წლების სხდომების ჩანაწერები სრულად, ხოლო 2014-17 წლების ჩანაწერების ნაწილი წაშლილია - ამის შესახებ ინფორმაცია პროექტ kavshirebi.ge-ს საბჭომ მას შემდეგ მიაწოდა, რაც მათ ჩანაწერები ოფიციალურად გამოითხოვეს. 

ვებგვერდისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გარკვეული პერიოდის მონაცემები სერვერებიდან წაიშალა და მათი აღდგენა ვერ მოხერხდა, დანარჩენი კი მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს. KAVSHIREBI.GE წერს, რომ საბჭომ  ეს ნაწილობრივ აღდგენილი ჩანაწერები არ გადასცა.

გაცნობებთ, რომ 2017 წელს წაიშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ბაზაში (სერვერზე) არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საბჭოს სხომის ოქმები. 2012 წლიდამ 2014 წლის მაისამდე არსებული ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება 2014 წლის მაისიდან 2017 წლამდე ჩატარებულ საბჭოს სხომის ოქმებს, მათი აღდგენა ნაწილობრივ განხორციელდა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ჩანაწერების სრულყოფილი ვერსია. ამასთან, გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების იუსტიციის სუმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ოქმი, ასევე, 2012-2019 წლების დღის წესრიგები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე”, – აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საბჭოში განმარტავენ, რომ  გადატვირთულობის გამო სერვერმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება, რის გამოც მყარი დისკი დაზიანდა და დაიკარგა სერვერზე არსებული ინფორმაცია. 

ამავე თემაზე