2019-06-10 18:47:40
ვალუტის მოკლევადიან რყევებზე გაუფასურების შემთხვევაში ჩარევა ხდება გარკვეული მოლოდინების ჩასაქრობად, ეს კონტპროდუქტიულია - გვენეტაძე

ვალუტის მოკლევადიან რყევებზე გაუფასურების შემთხვევაში ჩარევა ხდება გარკვეული მოლოდინების ჩასაქრობად. ეს კონტპროდუქტიულია, რადგან ეს სპეკულაციურ მოლოდინებს იწვევს, რაც საბოლოოდ უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. ანუ მივიღებთ უფრო გაუფასურებულ ლარს და რეზერვებიც უფრო ნაკლები გვექნება - ეს განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა 

კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე ისაუბრა. გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ცენტრალურ ბანკს ლარის კურსის რაიმე ნიშნული დადგენილი არ აქვს.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები, რომელსაც დროდადრო ეროვნული ბანკი ყიდულობს, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის არის საჭირო.

“მაშინ როცა რეზერვების დაგროვების საშუალება არსებობს, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამასთან, მას გავლენა ლარის კურსზე არ აქვს. თუ ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას არ შეიძენს და კურსს მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად გამყარების საშუალებას მისცემს, ამან შესაძლოა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს. ზოგადად,  ვალუტის მოკლევადიან რყევებზე გაუფასურების შემთხვევაში ჩარევა ხდება გარკვეული მოლოდინების ჩასაქრობად. ეს კონტპროდუქტიულია, რადგან ეს სპეკულაციურ მოლოდინებს იწვევს, რაც საბოლოოდ უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. ანუ მივიღებთ უფრო გაუფასურებულ ლარს და რეზერვებიც უფრო ნაკლები გვექნება”, – აცხადებს გვენეტაძე.

ამავე თემაზე