2019-06-10 18:42:18
არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა. ის  ყვარლის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

ბრალდებულის ადვოკატის, ზურაბ ზურაბაშვილის განცხადებით, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის 40 წლამდე მამაკაცი პოლიციელებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გუშინ საღამოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ამავე თემაზე