2019-06-10 16:01:54
სკანდალი - თაღლითობაში ბრალდებულ სიხუაშვილს კონტრაქტი პრემიერის დავალებით გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს

თაღლითობაში ბრალდებულ სიხუაშვილს კონტრაქტი პრემიერის დავალებით გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს. დაკავებული ალექსი სიხუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ

რომ სიხუაშვილი უკვე ორი თვეა სუს-ში გამოკითხვაზე დადის. შეგახსენებთ, მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც „შაბათის კურიერში“ „ბილდინგ დეველოპერის“ საქმიანობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება დააანონსდა.

„ედავებიან მას თითქოს და ქვიშა არ განათავსა ამ მილსადენების ქვევით ე.წ. „ბალიშების“ სახით. საუბარია იმაზე, რომ პროექტში იყო გათვალისწინებული მხოლოდ 400 კუბი ქვიშის განთავსება. რეალურად კიდევ, პროექტს სჭირდებოდა 1200 კუბი ქვიშა, რაზეც წერილი არის შესაბამის დამკვეთთან გაგზავნილი, რომ ეს არ იყო საკმარისი აღნიშნული მაგისტრალისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ედავებიან, რომ თითქოს ქვიშა მოიპარა და არ ჩაყარა იმ რაოდენობის ქვიშა, რაც უნდა ჩაეყარა. ფაქტი კიდევ სხვა რამეზე მეტყველებს, რომ 400 კუბი ქვიშა საკმარისი არ იყო ამ 4 კილომეტრიანი მილსადენების ქვეშ განსათავსებლად და შესაბამისად, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.მე როგორც ვიცი, სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული და სხვა მეტი არაფერი,"-აცხადებს ლაზარია.

 

ამავე თემაზე