2019-06-10 13:27:45
სასტიკი მკვლელობა აგარაში - მოკლულ მამაკაცს 16, ქალს კი 13 ჭრილობა აქვს მიყენებული

აგარაში მოკლულ მამაკაცს 16, ქალს კი 13 ჭრილობა აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლე, მეუღლე კი დაჭრა.

ქალი ამ დროისთვის "გორმედში" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე