2019-06-07 19:53:02
ვოლსკი გეჯდათ აქ, ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო, ცოტა სინდისი  გეყოთ, თუ სისხლიან რეჟიმებზეა ლაპარაკი, საბჭოთა რეჟიმზე სისხლიანი რომელი იყო?!- ბოკერია მმართველ გუნდს

ვოლსკი გეჯდათ აქ, ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო, ცოტა სინდისი  გეყოთ, თუ სისხლიან რეჟიმებზეა ლაპარაკი, საბჭოთა რეჟიმზე სისხლიანი რომელი იყო?!- ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა. 

ბოკერიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს მანკიერი სისტემის მომსახურე პერსონალი უწოდა.

„ბატონ არჩილს (თალაკვაძეს) და „ოცნებას“ გაგება უჭირს, რატომ გვაქვს ჩვენ პრობლემა, როცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრების უფროსი. რატომ, იცით ბატონო არჩილ? - ეგ არის კომპარტიის მოდელი. კომპარტიაში იყო ასე, როცა პარტიის უფროსი არის ის კაცი, ვინც ნიშნავს და ხსნის პრემიერ-მინისტრებს. ეს არის არანორმალური ამბავი. იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილია ეს. ნებისმიერი პირის შემთხვევაში არანორმალურია.

ივანიშვილი, რომ კიდევ პოლიტიკურად არანორმალურია, ეს ცალკე საკითხია-დამამძიმებელი გარემოებაა. პოლიტიკურად ნორმალურიც რომ იყოს ივანიშვილი, ეს მოდელი არანორმალურია. თან ისიც გამოტოვეთ თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მთელი პერიოდი იყო, როცა არანაირი ფორმალური პოზიცია არ ჰქონდა და ისე მართავდა ქვეყანას. ამ მმართველობას თვითონ ჰყვება ხოლმე. მე კი არ ვაბრალებ, რაც თქვენც იცით და ყველამაც. გამოდის კაცი და საჯაროდ იძახის: დავიბარე, გავარჩიე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე