2019-06-07 19:19:20
მთავარია, რა მოიმოქმედა მინისტრმა... ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და ადეკვატური - ეკონომიკის მინისტრის ლევან გოგიჩაიშვილს პასუხობს 

მთავარია, რა მოიმოქმედა მინისტრმა... ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და ადეკვატური - ასე პასუხობს ნათია თურნავა ლევან გოგიჩაიშვილის დასმულ კითხვას, რომელიც ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას უკავშირდებოდა. 

დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, მოსწონს თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ეკონომიკის მინისტრმა, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცემის შესახებ არაფერი იცის. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავარია რა ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყების ნებართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამინისტროს რეაგირება ადეკვატური და მყისიერი იყო.

„მთავარია, რა მოიმოქმედა მინისტრმა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ არის მსგავსი პროექტი დაწყების სტადიაზე, არა სამშენებლო ნებართვა, რასაკვირველია, მაგრამ თუნდაც ის წინასწარი დოკუმენტი, რაც იყო გაცემული. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და ადეკვატური. რა თქმა უნდა, მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი გამოწვევა, რომ შემდგომში მსგავსი სიურპრიზები იყოს თავიდან არიდებული. რაც მთავარია, შედეგი, დღეს ეს დოკუმენტი არ არსებობს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე