2019-06-07 15:14:56
"დროებითი მმართველის ინსტიტუტი, ეს კანონით დაშვებული ფორმაა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა"- ნათია თურნავა

რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ, რომ დღეს ჭიათურას მართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები და დროებითმა მმართველმა პრობლემები ვერ გადაჭრა, თურნავა აცხადებს, რომ დროებითი მმართველის არსებობამ მთავრობას მედიაციაში ჩართვისთვის მეტი საშუალება მისცა.

„დროებითი მმართველის ინსტიტუტი, ეს კანონით დაშვებული ფორმაა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა. ეს სახელმწიფოს უფლებაა და სხვათა შორის, დროებითი მმართველის არსებობამ უფრო გაბედულად მოგვცა საშუალება, რომ მედიაციაში ჩავრეულიყავით, იმიტომ, რომ რასაკვირველია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მათ შორის რაც ხდება ჭიათურაში, არსებობს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ცოტა არ იყოს ღია კარის მტვრევას ჰგავს. სერიოზული პრობლემა იყო. მთავრობა საკმაოდ ეფექტურად ჩაერია მედიაციის ნაწილში. ორივე მხრიდან გაჩნდა კეთილი ნება, რომ შეთანხმებულიყვნენ და შეთანხმდნენ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, მათ შორის ეკოლოგიური მიმართულებით, შრომის პირობების დაცვის მიმართულებით, კვება, ჯანდაცვა და ყველაფერი, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას განეკუთვნება,“-აცხადებს მინისტრი.

ამავე თემაზე