2019-06-06 19:15:53
არანაირად აუცილებელი არ იყო ლიკვიდაცია - გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილზე (ვიდეო)

"თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია აუცილებელი არ იყო... ამის საფუძველი არავის ჰქონდა "- ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ყოფილმა მოადგილემ გააკეთა. სოსო გოგაშვილმა, ტვ "პირველის" ეთერში, პანკისში, გასულ წელს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. 

"მას ეღვიძა, პარასკევი იყო და აპირებდა მაჩეთში წასვლას. არ ძინებია ეღვიძა და ტელეფონიც ჩართული ჰქონდა. არ ველოდებოდით იმ ტიპის საფრთხეს რაც იქ ნახეს. იქ დაინახეს ხელყუმბარა და უცებ რეაგირება გააკეთა სპეცრაზმელმა. ამიტომ პროკურატურა სანამ არ დაამთავრებს გამოძიებას, იმედია მალე დამთავრდება ვერ ვიტყვით ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა თუ შემთხვევითობა. 

რასაც ყვებიან ეს არის, რომ მან გააკეთა მოძრაობა, უცებ წამოწევა სცადა და ალბათ, სპეცრაზმელმა საფრთხე დაინახა. იქვე ხელყუმბარა შეამჩნია და სპეცრაზმელი წამის მეათასედში იღებს გადაწყვეტილებას.  არანაირად აუცილებელი არ იყო ლიკვიდაცია, იმიტომ რომ არანაირ საფრთხეს იმისთვის და არანაირი გადაწყვეტილება არ იყო იმისთვის მისაღები, რომ თემირლანის ლიკვიდაცია მომხდარიყო. აღიძრა საქმე, მე როგორც ვიცი უფლება-მოსილების გადამეტებით. უნდა გამოიკვეთოს ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა თუ შემთხვევითობა "- განაცხადა გოგასვილმა. 

მისი თქმით, მაჩალიკაშვილის მოკვლა მიზანი არ იყო. 

"მიზანი მისი მოკვლა არ იყო. იმიტომ რომ მისი მოკვლის არანაირი საფუძველი და სურვილი არავის ჰქონდა. ჩვენ ის ცოცხალი გვჭირდებოდა, ის მოგვცემდა ჩვენებებს. და ისიც დანარჩენ დამნაშავეებთან ერთად, მათ გვერდით იჯდებოდა ციხეში"- განაცხადა გოგაშვილმა. 

ამავე თემაზე