2019-06-06 13:39:23
"არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს"- ლუკა კალანდია 

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას, ძმა ლუკა კალანდია ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს, მისი თქმით, ოჯახი მიხეილ კალანდიასთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივეა რაც აქამდე იყო - არასაკმარისი მისი დაკავებისთვის. ველოდებით სამართლიან სასამართლოს, სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენი ოჯახის პოზიციას, პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატი გააჟღერებს. ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შევეგუებით, თუ მოსამართლის მხრიდან აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

რაც შეეხება მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს რკინის ნაჭერს ურტყამს, ლუკა კალანდის თქმით, ეს აბსოლუტური ტყუილია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს.

ამავე თემაზე