2019-06-06 10:58:33
მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად - თადუმაძე უზენაესის თავმჯდომარე

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მმართველმა გუნდმა მთავარი პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. 

მეზვრიშვილი 2017 წლის 28 ნოემბრიდან წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე მეზვრიშვილი 2007-2009 წლებში ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2013 წლის დეკემბრიდან იგი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება მოქმედ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს, ის უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა მსურველთა სიაშია. არაოფიციალური ინფორმაციით, ივანიშვილის და მმართველი გუნდის მთავარი ფავორიტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე სწორედ თადუმაძეა.

ამავე თემაზე