2019-06-06 10:35:58
"მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, მათ ძალა აქვს დაკარგული" - კალანდიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს 

მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული - ამ განცხადებას, მიხეილ კალანდიას ადვოკატი აკეთებს. დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმეში დევს, დროულად არ იქნა გამოყენებული. 

"მტკიცებულებები მოპოვებულია 2017 წლის და 2018 წლის გამოძიების პერიოდში, შესაბამისად თუ ამ პერიოდში იყო რაიმე ბრალეულობის ნიშნები, შესაბამისად დროულად უდნა ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გამოყენებული. დღეს უკვე ამ მტკიცებულებებს ძალა აქვს დაკარგული,"- აცხადებს კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი.

მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

ამავე თემაზე