2019-06-05 14:16:32
კორუმპირებული მედიის გამო, ჩემი რეიტინგი დაბალია - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მისი რეიტინგი, კორეუმპირებული მედიის გამო არის დაბალია.

„ტოტალურად კორუმპირებული მედია ნაკლებად კორუმპირებული რომ ყოფილიყო, ჩემი რეიტინგი მინიმუმ 15 ქულით მეტი იქნებოდა, რაც ეკონომიკაში ჩვენი გრანდიოზული წარმატების დამსახურებაა. ეს შედეგი შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოც კია. ხოლო თუ კორუმპირებული მედია იქნება სამართლიანი, მაშინ ჩემი რეიტინგი 25 ქულით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ყალბი ამბებისა, ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 

 

ამავე თემაზე