2019-06-04 09:44:41
სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. ბექა ჭაბაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით, მეზობელმა მიაყენა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ამავე თემაზე