2019-06-03 18:06:52
კახეთში, 82 წლის პედაგოგს მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

კახეთში, 82 წლის პედაგოგი გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.

"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე