2019-06-03 13:28:00
გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული - პროკურორი 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული -ამის შესახებ განცხადება, მოზარდების საქმის პროკურორმა გააკეთა. 

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ., როგორც იცით, მკვლელობის მცდელობის ნაწილში იყო დამნაშავედ და ახლა ის დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. როგორც მოგეხსნებათ, ამ საქმის გარდა არსებობს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სრულ გადაწყვეტილებას, ბრალდების მხარე იმოქმედებს შესაბამისად“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს.

ამავე თემაზე