2019-06-03 09:43:07
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. დაჭრას წინ, თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ვახტანგ გახარიას დანით 11 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

ექიმების თქმით, ის ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მისი მდგომარეობა უმძიმესია. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ამავე თემაზე