2019-05-31 15:42:07
დავით კირკიტაძე თავისუფალია

"ენმ"-ს ერთ ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მასთან საპროცესო შეთანხმება შედგა.

კირკიტაძემ დღევანდელ პროცესზე წარდგენილი ბრალდება აღიარა და ბოდიში მოიხადა. 

ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი. 

დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს- ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.

ამავე თემაზე