2019-05-31 10:41:49
ტრამპთან ჩავარდნილი მოლაპარაკებების გამო კიმ ჩენ ინმა დიპლომატები სიკვდილით დასაჯა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი, რომელიც აშშ-ის საკითხებზე ჰყავდა დანიშნული, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

სამხრეთ კორეული გამოცემა Chosun Ilbo-ს ინფორმაციით, ინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 თანამშრომელი დასაჯა სიკვდილით. მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ აშშ-ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების დროს ვიეტნამში, ამერიკელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 27 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩავარდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამავე თემაზე