2019-05-30 13:20:14
უკრაინაში Mi-8 ჩამოვარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

უკრაინაში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც სასწავლო რეისს ახორციელებდა. ვერტმფრენი როვენსკის ოლქში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა საავიაციო ბრიგადის მეთაური.

მომხდარის მიზეზი უცნობია. გამოძიება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, გენერალურმა შტაბმა და სახმელეთო ჯარების სარდლობის კომისიამ დაიწყო.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსლან ჰომჩაკს ტრაგედიის გარემოებების გამოძიება დაავალა.

ამავე თემაზე