2019-05-30 11:16:48
სტუდენტის სექსუალური შევიწროება - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დაკითხვაზე იმყოფება

სტუდენტის სექსუალური შევიწროება - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დაკითხვაზე იმყოფება. 

ომარ მახარაძეს ბათუმის მეექვსე განყოფილებაში კითხავენ.  საგამოძიებო უწყება მას გუშინ ელოდებოდა, თუმცა იგი პოლიციის სამმართველოში გუშინ არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საუბარია სექსუალური შინაარსის სმს შეტყობინებებზე. 

ომარ მახარაძე უნივერსიტეტის პარალელურად ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი იყო. 

ამავე თემაზე