2019-05-30 10:06:37
ბუდაპეშტში, ტურისტული ნავი ჩაიძირა - არიან დაღუპულები და დაკარგულები

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ტურისტული ნავი ჩაიძირა. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, 19 კი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევა მდინარე დუნაიზე მოხდა. ტურისტების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან იყვნენ. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა, ნავს სხვა სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართულია მყვინთავებიც.

ამავე თემაზე