2019-05-29 10:58:39
22 გაძარცვული ობიექტი - ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

ბარსელონაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კატალონიის სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ისინი ძარცვის 22 სხვადასხვა ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილი.

ყველა შემთხვევა სარია-სანტ გერვასისრაიონში მოხდა და ხელწერით ერთმანეთს ემთხვევა. საგამოძებო უწყების ცნობით, მძარცველები სამიზნედ ირჩევდნენ ისეთ ობიექტებს, რომელსაც შუშის ავტომატიზებული კარი აქვს და შესაღწევად მინიმალური ძალისხმევაა საჭირო.

გაძარცვულ ობიექტებს შორის სილამაზის სალონები, საცხობები, ესთეტიკური ცენტრები, რესტორნები, ფარმაცია და წიგნის მაღაზიებიცაა.

ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ბრალდებულები 30, 26 და 25 წლის მამაკაცები არიან. სამივე დაკავებული, სასამართლოს წინაშე წარდგენის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე