2019-05-28 15:32:41
სერბეთის პრეზიდენტი მზად არის კოსოვო აღიაროს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი  მიიჩნევს, რომ სერბეთმა უნდა აღიაროს, რომ კოსოვოში სიტუაციას ვერ აკონტროლებს და სერბეთმა უნდა აირჩიოს, როგორ განაგრძოს კოსოვოსთან ურთიერთობა: შეინარჩუნოს "გაყინული კონფლიქტი"თუ დაალაგოს ურთიერთობები. "გადავწყვიტე შევწყვიტო სიცრუე და თავის მოტყუება, არ გვყავს ჩვენი მთავრობა კოსოვოსა და მეტოხიაში, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და განათლებისთვის, უნდა შევწყვიტოთ ჩვენივე საზოგადოების მოტყუება"- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ვუჩიჩმა.
ამავე თემაზე