2019-05-28 09:52:54
ტოკიოში სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხნენ - დაღუპულია 3

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ავტობუსის გაჩერებაზე სკოლის მოსწავლეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა და სამი დაიღუპა, მათგან ორი სკოლის მოსწავლეა.

ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა, კისრის არეში ჭრილობები მიიყენა, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

ამავე თემაზე