2019-05-27 10:18:57
საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ მოიგო

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნები მარინ ლე პენის უკიდურესად მემარჯვენე პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარინ ლე პენის პარტიას მხარი ამომრჩეველთა 23,5%-მა მისცა ხმა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდამჭერთა რაოდენობამ კი 22,5% შეადგინა. მესამე ადგილზე მწვანეები გავიდნენ, მათ ხმების 13,1% მიიღეს.

მარინ ლე პენმა მოუწოდა მაკრონს, რომ გაითვალისწინოს დაფიქსირებული შედეგები, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

ემანუელ მაკრონმა დამარცხება აღიარა, მაგრამ აღნიშნა, რომ მიღწეულით შედეგით კმაყოფილია. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ არჩევნებზე უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა ჯამში თითქმის 10%-ით ნაკლები ხმები მიიღეს, ვიდრე 2014 წელს.

ამავე თემაზე