2019-05-27 10:16:06
ევროპარლამენტის არჩევნები - “ევროპის სახალხო პარტიამ” 42 მანდატი დაკარგა

ევროპარლამენტის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდმა ორმა ჯგუფმა – ევროპის სახალხო პარტია” და “სოციალისტები და დემოკრატები” მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა დაკარგა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, “ევროპის სახალხო პარტია” ახლად არჩეულ ევროპარლამენტში 178 დეპუტატით იქნება წარდგენილი, ხოლო “სოციალისტები და დემოკრატები” – 152 დეპუტატით. ორივე მათგანმა წინა არჩევნებთან შედარებით 82 დეპუტატით ნაკლები ეყოლება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ევროპარლამენტის 751 დეპუტატის მანდატი ასეა გადანაწილებული:

“ევროპის სახალხო პარტია” – 178
“სოციალისტები და დემოკრატები” – 152
“ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი” – 108
მწვანეები / ევროპის თავისუფალი ალიანსი – 67
“ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები” – 61
ნაციონალისტები (ENF) – 55
“თავისუფლების და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა” (EFDD) – 53
“გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები” – 39
წვრილი პარტიები და მიუმხრობლები – 38

ამავე თემაზე