2019-05-27 10:00:22
ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგბით, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მეორე ტურში მისი მეტოქე ინგრიდა შიმონიტე იყო.

55 წლის ნაუსედამ ამომრჩეველთა 74 %-ის მხარდაჭერა მიიღო. 44 წლის შიმონიტეს კი, რომელიც ფინანსთა ყოფილი მინისტრია, ამომრჩეველთა მხოლოდ 26%-მა დაუჭირა მხარი.

არჩევნების პირველი ტური 12 მაისს გაიმართა. სულ პრეზიდენტის პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.

პრეზიდენტი თანამდებობაზე 5 წლის ვადით ირჩევა. ახალი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანცვლებს, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2009 წლიდან იკავებს.

ამავე თემაზე