2019-05-24 14:23:33
მეი ატირდა: "მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“

ტერეზა მეიმ, რომელმაც ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა,  დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანელებს ემოციური განცხადებით მიმართა. როგორც მეიმ აღნიშნა, "ბრექსითი" მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო და იგი წუხს, რომ ვერ შეძლო ამ პროცესის დასრულება.

„მე მალე დავტოვებ პრემიერის პოსტს, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი პატივი იყო, მე ვიყავი მეორე ქალი პრემიერი და არა უკანასკნელი. ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, არამედ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, - განაცხადა მეიმ, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ამავე თემაზე