2019-05-24 09:52:04
თაღლითობის მცდელობა - დაკავებულია თბილისის მერიის "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელი

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მერიის შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორისთანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი. 

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე თემაზე