2019-05-24 09:45:14
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად - პრემიერი დავით გარეჯზე

საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ვითარების დასარეგულირებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსულტაციები ყველა დონეზე იმართება. მამუკა ბახტაძის თქმით, ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ, დემარკაციის საკითხი დაასრულოს ცივილურად და მეგობრულად.

“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ ის საკითხი, რომ ამდენი წლის შემდეგ კომისიებმა განაახლეს მუშაობა. მე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი ამ საკითხზე. კონსულტაციები იყო ყველა დონეზე და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად, ისე როგორც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება,“-აცხადებს პრემიერი.

ამავე თემაზე