2019-05-23 16:29:39
"მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან" - მინისტრი დავით გარეჯში ვითარებაზე

თავი შევიკაოთ ემოციური განცხადებებისგან- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას. მინისტრს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ტექნიკის მობილიზება.

„ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკაოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას“,- განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანულმა მხარესმ დავით გარეჯში გზის გაყვანა დაიწყო.

ვრცლად 

ამავე თემაზე