2019-05-22 18:31:55
ანტიკორუფციულმა პროკურატურამ პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრა

უკრაინის სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პეტრო პოროშენკოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

უწყების ინფორმაციით, საქმე აღიძრა პოროშენკოსა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

საქმე ეხება უკრაინაში ელექტროენერგიის მწარმოებელი წამყვანი კომპანია „ცენტრენერგოში“ მთავრობის მაღალჩინოსნების დანიშვნას.

„მაღალჩინოსნები და კომპანია „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის მაღალჩინოსნებთან და მთავრობის თანამდებობის პირებთან ერთად, ბოროტად იყენებდნენ თანამდებობრივ უფლებამოსილებას და სტატუსს, ერთმანეთს უნაწილებდნენ თანამდებობებს „ცენტრენერგოს“ სამეთავლყურეო საბჭოსა და მმართველ ორგანოებში. ამის მიზანი იყო იმ კომპანიის ქონების მითვისება, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის. პირთა ამ ჯგუფის ქმედებების კოორდინაციას ახდენდა დეპუტატი იგორ კონონენკო და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე თემაზე