2019-05-22 17:41:38
იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. 30-მდე კი დაშავდა.

როიტერსის“ ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ, საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე