ნამდვილად არ ვაპირებ, შუა გზაზე მივატოვო ბრძოლა და ამით გავახარო მოწინააღმდეგეები, გავახარო ის ძალა, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას... - განაცხადა "ენმ"-ს ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში". მისი თქმით, კონფლიქტი მასსა და სააკაშვილს შორის, მოგონილია:
არ ვაპირებ, რომ 2019 წელს, 2020 წელს გავუკეთო ასეთი დიდსულოვანი საჩუქარი ივანიშვილის გუნდს, ამიტომ ვარ იქ, სადაც ვიყავი, მეგობრებთან ერთად, მხარდამხარ ჩემს გულშემატკივრებთან და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ვისშიც არის დაუოკებელი სურვილი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
სკანდალი არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც არ არის. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, ნიკა მელია არასდროს არ ყოფილა აქციების წინააღმდეგი. თუ ვინმე ყოფილა წინა ხაზზე, ერთ ერთი ვიყავი მე.
ნამდვილად არ ვარ მოწადინებული, გავახარო არამხოლოდ ქართულ ოცნებაში ადამიანები განხეთქილებით, მათ შორის, არ მინდა გავახარო თუნდაც ოპოზიციურ ორბიტაზე რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც ალბათ სიამოვნებით იფშვნეტენ ხელებს, რომ ის კონფლიქტი, რომელიც მოგონილია, ჩემსა და სააკაშვილს შორის, იყოს სახეზე" განაცხადა მელიამ.