2019-05-21 18:06:26
მსახიობი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის მოხვდა

კანის კინოფესტივალის 2019 წლის 15 ვარსკვლავში ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. სია 

ჟურნალი W ვარსკვლავებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად საინტერესო ფილმში ითამაშეს, რამდენად საინტერესო იყო მათი პერსონაჟი და რამდენად ნიჭიერია თავად მსახიობი.

ლევან გელბახიანი, წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინსის ფილმში "And Then We Danced"-ში მთავარ გმირს ანსახიერებს. ფილმი ქართველი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე არის გადაღებული და მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

ამავე თემაზე