2019-05-21 13:01:04
ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკი თეთრი სახლის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც კიევში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრაზე ზელენსკიმ რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა და აგრესიის დაძლევის საქმეში აშშ ქვეყნის მთავარ პარტნიორად დაასახელა.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. მინდოდა მომეწოდებინა, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გააგრძელოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე