2019-05-21 09:04:07
8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მატჩის შედეგებზე. მათ ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე