2019-05-20 12:22:24
პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში - ზელენსკი მაღალჩინოსნებს

​„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში – ასე მიმართა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვისას მაღალჩინოსნებს. 

ზელენსკის ფიცის დადების  ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებიან.

ცერემონიას ესწრებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშენკო.

ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი რადაც დაითხოვა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა

ამავე თემაზე